საქართველოს მთავრობასთან რიტორიკული შეკითხვა მაქვს - თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის რამეს გააკეთებთ, თუ არესტოვიჩთან კამათს აპირებთ და იტყვით როგორი თავხედი ვარ?! - "ოცნების" ხელისუფლებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არსეტოვიჩი მიმართავს და იმ ე.წ. რეფერენდუმს ეხმაურება, რომელიც ოკუპირებული ცხონვალის რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა დანიშნა.
არესტოვიჩი ამბობს, რომ ეს "რეფერენდუმი" უკრაინაში გასამართო დიდი რეფერენდუმის სამზადისი იქნება, კერძოდ ხარკოვში ან დონეცკსა და ლუგანსკის ოლქებში:
"17 ივლისს, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი გამოაცხადეს. ჩემი შეხედულებით ეს უკრაინაში გასამართი დიდი რეფერენდუმის სამზადისი იქნება. დააკვირდებიან რა შედეგებს მოიტანს და გამოუვათ თუ არა პატარა რეფერენდუმის ჩატარება. ამასთან ეს იქნება პატარა გამარჯვება. რაღაცა ხომ უნდა გამოაცხადონ. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან რიტორიკული შეკითხვა მაქვს. თქვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის რამეს გააკეთებთ, თუ არესტოვიჩთან კამათს აპირებთ და იტყვით როგორი თავხედი ვარ?! სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმი, უკრაინაში, კერძოდ კი ხარკოვში ან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ჩასატარებელი რეფერენდუმების სამზადისი იქნება. ნახავენ ოსური მაგალითი თუ გამოვა. თუ არ გამოვიდა, მაშინ უკან დაიხევენ. უყვართ მსგავსი მოქმედებები. ჯერ ინფორმაციას ავრცელებენ, შემდეგ თანამდებობის პირები ავრცელებენ. მოკლედ რეაქციას აკვირდებიან. ახლა რეფერენდუმის თემა ააგორეს, ნახავენ რა გამოვა.
რა შანსები აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაიბრუნოს სამხრეთ ოსეთი არ ვიცი, არ ვიცნობ მათ შესაძლებლობებს, ვერ გეტყვით. სამაგიეროდ კარგად ვიცი საქართველოს მთავრობის შესაძლებლობები. ჩემი აზრით მათ ამის შესაძლებლობა არ აქვთ. საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის ოფისის შტატგარეშე მრჩევლის [საკუთარ თავს გულისხმობს] პოლემიკებს ვერ უმკლავდება. უკვე სცადეს პრემიერისა და მმართველი პარტიის ლიდერის დონეზე. ქართველი ხალხი აუცილებლად იკითხავს, თუ რას აკეთებს მთავრობა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, როდესაც მათ ტერიტორიის ნაწილი დე-ფაქტო, კი არა დე-იურე გახდება.
საერთაშორისო საზოგადოება ამაზე რეაგირებას აუცილებლად მოახდენს. ეს იქნება მაგალითი იმისა თუ როგორ რეაგირებენ მსგავს ომებზე და კრემლის მსგავს ქმედებებზე. ვნახოთ რა რეაქცია ექნებათ გაეროს უშიშროების საბჭოზე სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს ტერიტორიის ანექსიის მცდელობაზე. დასავლეთის, კერძოდ კი საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთისა და ამერიკის რეაქცია მაინტერესებს." ამბობს არესტოვიჩი ფეიგინ ლაივის ეთერში.
იხილეთ ასევე: