
უკრაინის ვიცეპრემიერი, ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ "აზოვსტალის" ქარხნიდან დაჭრილი სამხედროების ევაკუაციის შანსი არსებობს.
მისი თქმით, საკითხზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს გაეროსა და წითელი ჯვრის კომიტეტის, ასევე თურქეთის მონაწილეობით.
ვერეშჩუკი იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.
"არსებობს შანსი, რომ დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაცია მოხდეს. ამ საკითხზე ვმუშაობთ. ვსაუბრობთ გაეროსთან და წითელ ჯვართან, რადგან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა მათი ვალდებულებაა. ასევე, ვესაუბრებით რუსებს, რადგან დაუცველი ადამიანის მოკვლა სამხედრო დანაშაულია. იმედი გვაქვს, რომ ისინი მოგვისმენენ.
თუ მესამე მხარის ჩარევით ვერ მოხერხდება ჩვენი მებრძოლების დახმარება, მაშინ დაპირისპირებულ მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფნები. გუშინ უკრაინამ დახმარებისთვისა და შუამდგომლობისთვის თურქეთსაც მიმართა. თუ თურქეთი შეძლებს ამ როლის შესრულებას, კარგი იქნება. ასევე ჩინეთიც. იმედი გვაქვს, რომ შედეგი აუცილებლად გვექნება", - თქვა ირინა ვერეშჩუკმა.
ამავე თემაზე: