თურქეთის წუხილის დაძლევა შესაძლებელია | შვედეთის პრემიერი

გამოქვეყნდა:

შვედეთის პრემიერმინისტრის, მაგდალენა ანდერსონის თქმით, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში პოტენციურ წევრობასთან დაკავშირებით, თურქეთთან საუბარი შესაძლებელია. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ის პარლამენტში ხვალ მივა, რათა მხარი დაუჭიროს NATO-ში შვედეთის გაწევრიანებას.

ცნობისთვის, ფინეთმა და შვედეთმა ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებას მხარი ოფიციალურად დაუჭირეს. საკითხის განხილვა ფინეთსა და მის მეზობელ შვედეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლოა, თურქეთმა მხარი არ დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი