ეჭვი არ არის, რომ ეს პოლიტიკური დევნაა - ასე გამოეხმაურა, ლიეტუვის პარლამენტის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელი რაიმუნდას ლოპატა, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას.
ლოპატა დარწმუნებულია, რომ ამ ქმედებას ევროკავშირისგან ნეგატიური გამოხმაურება ექნება.
"ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა და ეჭვი არ არის, რომ ეს პოლიტიკური დევნაა. სამართალთან ამას კავშირი არ აქვს. ლიეტუვის პარლამენტის საქართველოს მეგობართა ჯგუფი ამ საკითხზე ოფიციალურ განცხადებას აუცილებლად გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირისგანაც ნეგატიური გამოხმაურება იქნება", - ამბობს რაიმუნდას ლოპატა "მთავარ არხთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
იხილეთ ასევე: