საკითხი პოლიტიზებული იყო, აჟიოტაჟი ხელოვნურად შეიქმნა - ღარიბაშვილი ფქვილის მარაგზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში ფქვილის "საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს". როგორც მან აღნიშნა, საკითხი "მცირე ჯგუფის მიერ იყო პოლიტიზებული" და აჟიოტაჟი ხელოვნურად შეიქმნა.

"დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? - რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პურის ფასის ზრდას. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, არც ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, ეს აჟიოტაჟი, მე ვფიქრობ, რომ იყო აბსოლუტურად ხელოვნურად გამოწვეული, არავითარი პრობლემა ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს ასე ვთქვათ უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ და შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო. გასაგებია, რომ გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო ეს საკითხი პოლიტიზირებული და აჟიოტაჟი იყო შექმნილი ხელოვნურად", - თქვა ღარიბაშვილმა. 

13 მაისს "საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა, რომ ბოლო თვეებია ქვეყანაში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა და შედეგად წისქვილები გაჩერებულია. ასოციცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი