"კანონზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი დადგება" - კალაძე ნიკა გვარამიაზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი კალაძე, მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ "კანონზე მაღლა ვერაფერი დადგება" და სამართლებრივ ქმედებას მედიაში მუშაობის სტატუსი ვერ შეაჩერებს.

კალაძე სრულად ეთანხმება მისი პარტიის თავმჯდომარის  განცხადებებს, თუმცა ფიქრობს, რომ დასავლელი პარტნიორების კრიტიკა ქვეყნისთვის დამაზიანებელი არ არის;

"კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანები ვართ. კანონზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი დადგება. შესაბამისად, როდესაც შენ დანაშაულს ჩადიხარ, ვერც პოლიტიკოსის სტატუსი, ვერც მედიაში მუშაობის სტატუსი, რა თქმა უნდა, ვერ შეაჩერებს იმ სამართლებრივ მოქმედებებს, რაც საჭიროა დანაშაულის ჩადენის შემდეგ. სახეზე გვაქვს კონკრეტული დანაშაული, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და ბატონ ნიკა გვარამიას სასჯელი მიესაჯა. იყო კონკრეტული საქმე, ამას მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება და მივიღეთ შედეგი",-თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. "რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი