2017 წლის განცხადებებმა, მათ შორის საელჩოების, გვარამიას საშუალება მისცა დამატებით გაეძარცვა რ2 - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, "ნაციონალური მოძრობა", მისი სატელიტი პარტიები, კუთვნილი მედიასაშუალებების, NGO-ები და უცხოელი ლობისტები "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე ახალ "ისტერიულ კამპანიას" აწარმოებენ. 

ამ თემაზე მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. კითხვაზე ფიქრობენ თუ არა "ოცნებაში", რომ ევროკავშირის, ამერიკისა და სხვა დასავლელი პარტნიორების კრიტიკული განცხადებების უკან ენმ დგას, კობახიძე უპასუხებს - "არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ნაცმოძრაობა ამხელა მასშტაბის კოორდინაციას ახორციელებს". 

მიუხედავად ამისა, ყველას მოუწოდებს, იგივე არ გაიმეორონ, რაც 2017 წელს გააკეთეს.

"ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა 2017 წელსაც და ზუსტად იგივე განცხადებებმა, სამწუხაროდ, მათ შორის ეს იყო საელჩოების განცხადებებიც, ეს არის ძალიან სამწუხარო, მისცა გვარამიას საშუალება რამდენიმე მილიონით დამატებით გაეძარცვა "რუსთავი 2", დღესაც გვაქვს იგივე სახეზე, რა დგას ამის უკან მე არ ვიცი, მაგრამ ეს არის ფაქტი, მოცემულობა. [ნაციონალები დგანან?] ნაციონალებს რომ მაგის რესურსი ჰქონდეთ, ამის არავის სჯერა, ეს სასაცილოა.  ეს არის ძალიან მძიმე, როდესაც ამ კამპანიაში, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, ჩართულია ეს განცხადებაც, მე არ ვიცი, შეიძლება ამის უკან იდგეს ის რომ არასწორად არის ინფორმირებული, შეგვიძლია დავიტოვოთ ამის იმედი", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

დამატებით კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება იმას, რომ საელჩოები კობახიძის აზრით, ხელს უწყობენ ნიკა გვარამიას "კრიმინალში" და ახალისენებ კრიმინალს, კობახიძე პასუხობს:

"როდესაც ამასთან დაკავშირებით ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კეთდება კრიტიკული განცხადება, ეს არის რა თქმა უნდა, კრიმინალისთვის ხელის დაფარების გარკვეული ფორმა. არ მჭირდება თქვენი ჩაკითხვები, თქვენ მიხედეთ თქვენ კრიმინალ გენერალ დირექტორს", - უთხრა კობახიძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტს. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი