რუს ტანმოვარჯიშეს ფორმაზე "Z" სიმბოლოს ტარების გამო, დისკვალიფიკაცია მისცეს

გამოქვეყნდა:

რუსი ტანმოვარჯიშეს, ივან კულიაკს, რომელმაც მედლების გადაცემის დროს ფორმაზე რუსეთის უკრაინაში ომის სიმბოლო "Z" ეწერა, 1-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

შემთხვევა მარტში, ყატარში გაამრთულ ღონისძიებაზე მოხდა, სადაც რუსმა ტანმოვარჯიშემ ბრინჯაოს მედალი აიღო. ცერემონიალზე ის უკრაინელ ოქროს მედალოსანს "Z" სიმბოლოს გამოსახულებიანი მაისურით დაუდგა გვერდით.

ტანვარჯიშის ეთიკის საბჭომ დაადგინა, რომ 20 წლის ახალგაზრდამ სპორტის მმართველი ორგანოს წესები დაარღვია.

კულიაკმა, ასევე, უნდა დააბრუნოს თავისი მედალი და საპრიზო თანხა. მას შეუძლია, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი