
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი ამტკიცებს, რომ საქართველოში კრიტიკული მედიის მიმართ პოლიტიკური დევნა "არ ხორციელდება".
მისი თქმით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება "კონკრეტული საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებისთვის" მოხდა და ამასთან დაკავშირებით "განმარტებას" მიიღებს როგორც Amnesty International-ი, ისე სხვები.
"ჩვენთან მედია არის პირდაპირ პოლარიზებული, პოლიტიკურ ჯგუფებად გაყოფილი და გარკვეული ტელევიზიები ატარებენ პოლიტიკურ დღის წესრიგს და აქვთ თავისი მიზნები. ამ მიზნებში, მით უმეტეს, ისინი ფიქრობენ, რომ ამის გამო ხდება დევნა მათი, სინამდვილეში, ეს ასე არ არის. სასამართლომ გამოიტანა განაჩენი კონკრეტული საწარმოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისთვის. ამას სჭირდება განმარტება. Amnesty-საც და სხვებსაც განემარტებათ...", - თქვა დავითულიანმა.
ამავე თემაზე: