"საელჩოდან გამოსვლის შემდეგ, ვგრძნობ, რომ ამ ქვეყანაში აშშ ყოველთვის იქნება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე" - ზუკა გუმბარიძე

გამოქვეყნდა:

"საელჩოდან გამოსვლის შემდეგ, მე ზუსტად ვიცი, ვგრძნობ, რომ ამ ქვეყანაში ამერიკა ყოველთვის იქნება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე", - თქვა ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ, სადაც ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე ისაუბრეს.

როგორც მან აღნიშნა, განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ელჩი სრულად არის ინფორმირებული.

"ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით. მადლობა ქალბატონ ელჩს იმისთვის, რომ ის იყო ძალიან გულისხმიერი. მას ბოლომდე აქვს გააზრებული ყველა პროცესი, რაც ხდება. ამერიკის საელჩოს განცხადება იყო აბსოლუტურად სწორი აქცენტებით, რომელიც ჩვენ ძალიან მალე ვიხილეთ ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ. დღევანდელი ფორმატი იყო დახურული. შესაბამისად, დეტალებზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ დღეს, საელჩოდან გამოსვლის შემდეგ, მე ზუსტად ვიცი, ზუსტად ვგრძნობ, რომ ამ ქვეყანაში ამერიკა ყოველთვის იქნება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე და ყოველთვის შეეცდება, რომ ქვეყანა ნორმალური, დემოკრატიული კურსით განვითარდეს", - თქვა ზუკა გუმბარიძემ.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. "რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი