საჰაერო სივრცის დარღვევის და ოკუპაციის განახლების შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კონფლიქტის ზონაში შევიდა. მედიის წარმომადგენლებს კი არარსებულ საზღვართან ისევ არ უშვებენ.
"მთავარის" გადამღები ჯგუფი პოლიციას საოკუპაციო ხაზიდან 5 კილომეტრის მოშორებით ჰყავს შეფერხებული და მოვლენების ეპიცენტრთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევს.
ამის მიუხედავად, "მთავარმა" დღეს მაინც შეძლო საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის ამსახველი კადრების გადაღება.
ჯერ ამ საკითხზე სუს-ს განმარტება არ გაუკეთებია. რაც შეეხება ოკუპაციას, დადასტურებული ინფორმაციით, ოკუპანტები მერეთი-ზარდიაანთკარის სიახლოვეს ახალ მავთულხლართებს ამონტაჟებენ, რომლის სიგრძეც 700 მეტრი იქნება.