საქართველოს მომდევნო 1 თვე, უმნიშვნელოვანესი პროცესი ელოდება და ამ პროცესში ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, "ოცნების" ხელისუფლება შეგნებულად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე დააზიანებს და შედეგად, უარს გვეტყვიან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე.

მელიას თქმით, მომდევნო 1 თვის განმავლობაში საქართველოს წინ უმნიშვნელოვანესი პროცესი ელოდება:

"სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. საქართველოს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი პროცესი ელოდება და ამ პროცესში ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ როგორც არასოდეს უკანასკნელი წლების განმავლობაში. პროცესი რომელიც გადაწყვეტს დიდწილად ქვეყნის საგარეო კურსს. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ემზადება და აკეთებს ყველაფერს, რომ არ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ემზადება შესაბამისი გზავნილის შემუშავებისთვის და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს რა იქნება ეს გზავნილი." ამბობს მელია "მთავარი არხის" მხარდამჭერ აქციაზე.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას დაკავება ახლა, სწორედ ამ პოლიტიკის  ნაწილია, ხოლო ევროპის მხრიდან კანდიდატობაზე უარს, "ოცნება" გაასაღებს როგორც ქვეყნის "ომში ჩათრევის" მცდელობად ევროპის მხრიდან:

"იტყვიან, რომ იმიტომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, რომ დასავლეთს სურს საქართველო ჩაითრიოს ომში და ამით დაგვსაჯეს. ნიადაგას უყრიან აქედანვე. 

ნიკა გვარამია იქნა დაკავებული, რომ ამ გზიდან რაც შეიძლება ადვილად გადაუხვიონ, ოღონდ სიმძმის ტვირთი ისევ პარტნიორებს აკიდონ და უთხრან, შენ იმიტომ არ მიმიღე, რომ ომში გინდა ჩემი ჩართვა" - ამბობს ნიკა მელია.

მისივე თქმით, ამის დასტურია ისიც, რომ "ოცნების" მთავრობამ კანდიდატის სტატუსის აპლიკაცია "ძალით შეავსო", მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხალხისგან ზეწოლა დაინახა.

შეგახსენებთ, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე ამ წუთებში მთავარი არხის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა იმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი