"მტკიცედ ვუჭერ მხარს ფინეთისა და შვედეთის განაცხადს NATO-ში გაწევრიანებისთვის" | ბაიდენი

გამოქვეყნდა:

​​შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის ფინეთისა და შვედეთის NATO-ში 
გაწევრიანებას მხარს მტკიცედ უჭერს. როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ხვალ ის ვაშინგტონში ფინეთის პრეზიდენტსა და შვედეთის პრემიერს შეხვდება.

"მტკიცედ ვუჭერ მხარს ფინეთისა და შვედეთის ისტორიულ განაცხადს NATO-ში გაწევრიანებისთვის. მოუთმენლად ველი ხვალ ვაშინგტონში პრეზიდენტ საული ნიინისტოსა და პრემიერ მინისტრ მაგდალენა ანდერსონს, რათა განვიხილოთ მათი განაცხადები და ევროპული უსაფრთხოება",-დაწერა ჯო ბაიდენმა.

ცნობისთვის, ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებას ოფიციალურად დაჭირეს მხარი. ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი