
პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვას, აპირებს, თუ არა, მედიამენეჯერებს შეხვდნენ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით და გამართავს თუ არა ამ საკითხზე კონსულტაციებს.
კრიტიკული ტელეკომპანიების ხელმძღვანელები თანხმდებიან, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გათავისუფლებისთვის ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ, მათ შორის შეწყალების აქტი. მათ პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატივა გუშინ, 18 მაისს აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერეს.
მიმართვას არ უერთდება "მთავარი არხი", როგორც გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, პატივს სცემს ნიკა გვარამიას პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. იხილეთ ასევე: