ვიღაცა რაღაცა განცხადებას გააკეთებს...ევროპარლამენტარია 700 კაცი, ჩვენც პარლამენტარები ვართ აქ - ქადაგიშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანს ეთანხმება, რომ ევროპარლამენტარების ნაწილის კრიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ ეს დასავლეთის პოზიციაა საქართველოს მიმართ. 

მან ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით თქვა, რომ ევროპარლამენტარი 700 კაცია და "ქართული ოცნების" დეპუტატებიც პარლამენტარები არიან.

"კონკრეტული პოლიტიკოსი შეიძლება რაღაც საკითხზე გაკრიტიკებდეს სამართლიანად, უსამართლოდ, ჰქონდეთ მათ პოლიტიკური კავშირები, მათ შორის კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან, ან იყვნენ ლობისტები, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის რა თქმა უნდა ზოგადად საქართველოს მიმართ დასავლეთის პოზიცია. 

მთავრობის გადაყირავებას ცდილობს ოპოზიცია და იწვევენ აქ ექსპერტებს ტოტალიტარულ რეჟიმებთან ვითომდა საბრძოლველად და აქ რევოლუციური სცენარების მოსაწყობად და ვინც ასეთ რამეს უჭერს მხარს, რა თქმა უნდა არ უნდა დაუჭიროს არავინ. 

არავითარი ანტიდასავლური გზავნილები არ არის, სწორედ მაგაშია საქმე, რომ ვიღაცა რაღაც განცხადებას გააკეთებს [ვიღაცაა ვიოლა ფონ კრამონი?!, ევროპარლამენტარია - ჟუნალისტი] - არაუშავს, ევროპარლამენტარია 700 კაცი, ჩვენც პარლამენტარები ვართ აქ", - თქვა ქადაგიშვილმა. 

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" დასავლელი პარტნიორების "პატარა ჯგუფს" ევროპად "ასაღებს", სინამდვილეში კი "ეს ჯგუფი ცდილობს, ენმ-სთან ერთად გადააყირაოს მთავრობა". წულუკიანის აზრით, ეს ადამიანები "უცხოელი ნაცები" არიან.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი