
პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის, დერეკ შოლესა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ საუბარი "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას შეეხო.
ასევე, ყურადღება გამახვილდა "ქართული ოცნების" მხრიდან დერეკ შოლესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზეც.
"რას ნიშნავს ეს, მედიაზე თავდასხმა. რა თქმა უნდა, გადავეცით წერილი და ძალიან ყურადღებით მიიღო, ასევე, უსაფრთხოების პრობლემები რაც არის სანქციებთან დაკავშირებული, ყველა საკითხი აბსოლუტურად. სხვათა შორის, შეხვედრის დროს აღმოჩნდა, რომ "ქართული ოცნება" შეურაცხყოფას აყენებდა ამ მაღალი დონის სტუმარსაც, ცხადია, ამაზეც გვქონდა საუბარი", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
მისივე თქმით, ეს დელეგაციაც და ამერიკელებიც ქართველი ხალხის გვერდით არიან და ესმით ყველა გამოწვევა, რაც ქვეყანაშია.
იხილეთ ასევე: