ზარქუამ რომ დაამთავრა განცხადება, ალბათ მერე ვაზელინიანი ხელი გადაისვა თავზე - ლევან ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

ბორინკა ივანიშვილს აუცილებლად უნდა დაედოს სანქციები. გარდა იმისა, რომ ვიცით, ის არის რუსი ოლიგარქი, ასევე ვიცით, რომ ომის პირობებში მას ე.წ. Love Story აქვს რუს ოლიგარქებთან, რომლებიც აფინანსებენ უკრაინაში გენოციდს, ბავშვების მკვლელობას... ქართული ოცნების კაცის კაცები, რომლებიც აკეთებენ გარკვეულ განცხადებებს, იგივე ზარქუას განცხადება მოვისმინე და ალბათ, რომ დაამთავრა განცხადება, მერე ვაზელინიანი ხელი გადაისვა თავზე. ასეთი დამოკიდებულება აქვთ მათ, არ სახელმწიფო აინტერესებთ, არც სახელმწიფოს ინტერესები, არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილს და მის მილიარდებს რაიმე საფრთხე არ დაემუქროს. ამიტომ, ამისთვის მზად არიან, გააკეთონ ასეთი უცნაური, სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადებები.

თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი