„ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, მათ შორის ივანიშვილი, სანქცირებულთა სიაში უნდა იყოს“ | პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, განურჩევლად მისი ეროვნებისა, სანქციების სიაში უნდა იყოს. საქართველოში ასეთი ბიძინა ივანიშვილია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა რადიო "მაესტროსთან" ისაუბრა.

პოდოლიაკი ამბობს, რომ ადრე თუ გვიან უკრაინაში ომის ყველა დამფინანსებელი პასუხს აგებს საკუთარ ქმედებაზე.

"ნებისმიერი პრორუსი ოლიგარქი, განურჩევლად მისი ეროვნებისა, სანქციების სიაში უნდა იყოს. საქართველოში ასეთი ბიძინა ივანიშვილია. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვიცით, რომ ეს ადამიანი ფულს რუსეთის ფედერაციაში შოულობს. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ეს ჩვენი საჯარო პოზიციაა, რომელიც აბსოლუტურად არგუმენტირებულია.

7ყველა, ვინც ფულს რუსეთში შოულობს, სინამდვილეში უკრაინაში ომის და უკრაინელი ხალხის მკვლელობის სპონსორები არიან. ვისურვებდი ყველას ესმოდეს, მათ შორის იმ სუბიექტებს, რომლებიც გაბრაზებული და შეურაცხმყოფელი რიტორიკით საუბრობენ, გააცნობიერონ, რომ ადრე თუ გვიან ომის შემდეგ ოლიგარქთან ერთად უკრაინაში ჩადენილი ყველა დანაშაულის თანადამფინანსებლად შეფასდებიან.

ის დანაშაულები, რომლებიც კიევის ოლქში რუსეთმა ჩაიდინა - მასობრივი გაუპატიურებები და ბავშვების ხოცვა, მათი პასუხისმგებლობის საგანი იქნება, ვინც ამა თუ იმ ფორმით რუსეთის ფედერაციასთან ერთად ფულს აკეთებს. ამ თეზისების უარყოფა ძალიან რთულია, ეს ახსნას საჭიროებს, საერთოდ რატომ უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ რუსეთს უფლება აქვს რამე გაყიდოს? რატომ უნდა იყოს საუბარი რუსეთთან ბიზნეს ურთიერთობებზე?! ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ხომ რთულია... მათ შორის, ბატონ ივანიშვილისთვისაც?!",- თქვა პოდოლიაკმა. 

თარგმანი - რადიო "მაესტრო". 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი