"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვეღარ მიემგზავრება, თუმცა რა გახდა მიზეზი, ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
"დიახ, აღარ მივდივარ ტრენინგზე", - თქვა ჩხიკვაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას.
მოსამართლე აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, რამდენიმე დღეში ფლორიდაში უნდა წასულიყო და პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგში მიეღო მონაწილეობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა, მას შტატებში გამგზავრებაზე უარი უთხრეს და პროგრამიდანაც ამოაგდეს.
ასევე იხილეთ: