
20 მაისს, ბორის ჯონსონსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა, დიდი ბრიტანეთსა და თურქეთს შორის თანამშრომლობისა და NATO-ს სამხედრო ალიანსის გაფართოების საკითხი განიხილეს.
გარდა ამისა, ბორის ჯონსონი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშაონ უკრაინის მარცვლეულის მარაგებისთვის მარშრუტების გასახსნელად, რათა სურსათზე გლობალური ფასების შემსუბუქება მოხდეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ს ალიანსისთვის ღირებული მოკავშირეები იქნებიან.
ცნობისთვის, ჯონსონსა და ერდოღანს შორის საუბარი შედგა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განხილვის დაწყების პროცედურა დაბლოკა.