რუსეთმა მორგან ფრიმენს, ​უკრაინის მხარდაჭერის გამო, სანქციები დააკისრა

გამოქვეყნდა:

მსახიობი მორგან ფრიმენი აშშ-ის იმ მოქალაქეთა სიაში მოხვდა, რომლებიც პერსონალურ სანქციებს ექვემდებარებიან, მათ შორის გათვალისწინებულია "რუსეთის ფედერაციაში შესვლის აკრძალვა“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

„ცნობილმა კინომსახიობმა, რომელმაც 2017 წლის სექტემბერში ჩაწერა ვიდეო მიმართვა, რომელშიც რუსეთს აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს“, - წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საერთო ჯამში, რუსეთის სანქციების ქვეშ მოქცეულთა სიაში აშშ-ის 963 მოქალაქეა. მათ შორის არიან პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, Meta-ს (რუსეთში ექსტრემისტად აღიარებული და აკრძალული) დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, ისევე როგორც რიგი სხვა ბიზნესმენები, ამერიკელი პოლიტიკოსები, ექიმები, აქტივისტები და ჟურნალისტები.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი