უნდა შეჩერდნენ, თუ არადა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს მოთმინების ძაფი გაუწყდებათ - კრამერი "ოცნებას" აფრთხილებს

გამოქვეყნდა:

"არ მახსენდება, წულუკიანს ან კობახიძეს, ოდესმე ვინმე ეკრიტიკებინოს რუსეთის მთავრობიდან, მათი კრიტიკა გამუდმებით ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მიმართ ისმის" - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი დასავლელი პარტნიორების მიმართ "ქართული ოცნების" წევრების კრიტიკას. 

ღირსადაც არ ვთვლი ვუპასუხო, იმდენად აბსურდულია ყველაფერი - ამბობს კრამერი და იხსენებს მისი და იან კელის ერთობლივ ანგარიშს, რომელიც 1 წლის წინ, გამოაქვეყნეს და რომელსაც "ქვეყანა ზღვარზე" დაარქვეს - "დიახაც, საქართველო ზღვარზეა, რადგან ოცნებას ის არასწორი მიმართულებით მიჰყავს" - ამბობს "პოსტ ფაქტუმთან" საუბარში დევდ კრამერი. 

კრამერის თქმით, ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან, არა რომელიმე პარტიის, არამედ ქვეყნის მეგობრები არიან.

"სამი ადამიანი, რომელსაც ისინი ახლა ებრძვიან საქართველოს დიდი მეგობრები არიან, არც ნაციონალური მოძრაობის და არც ქართული ოცნების, ისინი უბრალოდ აფასებენ სიტუაციას თქვენს ქვეყანაში. სხვათა შორის, არ მახსენდება, წულუკიანს ან კობახიძეს ოდესმე ვინმე ეკრიტიკებინოს რუსეთის მთავრობიდან, მათი კრიტიკა გამუდმებით ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მიმართ ისმის რუსეთის მიმართ კი არაფერი, რომელსაც თქვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, მათი თავდასხმის სამიზნედ არა პუტინის რეჟიმი, არამედ დასავლელი მეგობრები არიან ამოღებულია", - თქვა მან post factum-თან ინტერვიუში.

კრამერი ასევე გამოეხმაურა მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას, მისი თქმით, ეს ზიანს აყენებს არა მხოლოდ ქართულ მედიას, არამედ ქვეყანას. 

 ინტერვიუში კრამერმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ავტორიტარული მიმართულებით მიდის.

"ამჟამინდელი მთავრობა თავს იკატუნებს, თითქოს ევროატლანტიკურ ერთობაში უნდა ინტეგრაცია, თუმცა ამის ნაცვლად, პუტინის პოლიტიკური კრებულიდან გვერდებს ზედმიწევნით მიჰყვება. ავტორიტარული მიმართულებით მიდის და ევროატლანტიკურ ერთობას შორდება. ნიკა გვარამიას დაკავება უზარმაზარ ზიანს, არა მარტო ქართულ მედიას, არამედ მთელ ქვეყანას აყენებს.

უნდა შეჩერდნენ, უნდა შეწყვიტონ, თუ არადა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს მოთმინების ძაფი გაუწყდებათ და ამ საქმეში ჩართულ პირებს პერსონალურ სანქციებს დაუწესებენ",- თქვა დევიდ კრამერმა.

რეპორტაჟი ვრცლად: "ოცნება" დასავლეთს "საქმეს ურჩევს" - ქვეყანა ზღვარზეა

შეგახსენებთ, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. 
განაჩენს მწვავე საერთაშორისო გამოხმაურება და ავტორიტეტული ორგანიზაციების, ასევე პოლიტიკოსების კრიტიკა მოჰყვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი