
შვეიცარიაში, დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იწყება, რომელზეც ბიზნეს ლიდერების მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთ-უკრაინის ომი იქნება. ფორუმი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვით გაიხსნება.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მიზნით შვეიცარიაში გაემგზავრა საქართველოს დელეგაციაც - პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. მთავრობის ცნობით, დადგეგმილია ღარიბაშვილის ორმხრივი, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლაც იგეგმება შესაბამის პანელურ დისკუსიებზე.
WEF 2022 ტრადიციულად იანვარში იკრიბება, თუმცა ის COVID-19-ის გამო არაერთხელ გადაიდო.