პოლონეთი რუსეთთან ენერგეტიკულ ურთიერთობას წყვეტს - კლიმატის მინისტრი

გამოქვეყნდა:

პოლონეთი შეწყვეტს 30-წლიან შეთანხმებას რუსეთთან გაზის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ. ამის შესახებ განცხადება ორშაბათს ქვეყნის კლიმატის მინისტრმა, ანა მოსკვამ გააკეთა.

"პოლონეთი გმობს 1993 წლის მთავრობათაშორისი გაზის შეთანხმებას იამალის [მილსადენზე] რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ დაადასტურა პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა, რომ გახდეს სრულიად დამოუკიდებელი რუსული გაზისგან. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ "გაზპრომი" არ არის სანდო პარტნიორი", - დაწერა მან ტვიტერზე.

 შეთანხმება მოიცავდა გაზის მიწოდებას იამალის მილსადენით და ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოვლა-პატრონობას, რომელიც დაკავშირებულია პოლონეთის გავლით გაზის ტრანზიტთან.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი