"უკრაინის აღდგენის ხარჯები და მსხვერპლთა კომპენსაცია, რუსეთმა უნდა გადაიხადოს" | EU-ის 4 ქვეყნის მოთხოვნა

გამოქვეყნდა:

სლოვაკეთი, ლიეტუვა ლატვია და ესტონეთი ხვალ მოითხოვენ ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას და უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად გამოყენებას - ნათქვამია Reuters-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

4 ქვეყნის მიერ გავრცელებულ ცნობაში ვკითხულობთ, რომ 3 მაისს უკრაინამ რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, ქვეყნის აღსადგენად საჭირო თანხა, დაახლოებით 600-მილიარდ დოლარად შეაფასა. იმის გამო, რომ ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თანხა, სავარაუდოდ, მკვეთრად გაიზდება.

„უკრაინის აღდგენის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლთა კომპენსაცია, რუსეთმა უნდა დაფაროს“, - ნათქვამია წერილში, რომელიც ხვალ წარედგინება ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებს.

წერილში, ევროკავშირის 4 ქვეყანა მოუწოდებს 27-ქვეყნიან ორგანიზაციას, მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადება დაიწყოს.

ამავე თემაზე:

შექმენით მექანიზმი, რომ რუსებს კაპიტალი ჩამოართვათ და გადასცეთ მათი აგრესიის მსხვერპლებს უკრაინაში | ზელენსკის მიმართვა პარტნიორებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი