ომის მომდევნო კვირები რთული იქნება...ოკუპანტებს სურთ წაგვართვან არა მხოლოდ რაღაც, არამედ ყველაფერი რაც გვაქვს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ზელენსკიმ უკრაინის ომის მომდევნო კვირების შესახებ საგანგაშო პროგნოზი გააკეთა -ამის შესახებ მან საღამოს ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"რუსი ოკუპანტები ძალიან ცდილობენ აჩვენონ, რომ არ დათმობენ ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებს, არ დათმობენ ხერსონის ოლქს, ზაპოროჟიის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიას და დონბასს.სადღაც წინ მიიწევენ, სადღაც რეზერვების მოზიდვას ცდილობენ, სადღაც პოზიციების გაძლიერებას. ომის მომდევნო კვირები რთული იქნება. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ. ”-თქვა ზელენსკიმ

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებს ბრძოლისა და გამარჯვების გარდა, სხვა ალტერნატივა არ აქვთ.

"იბრძოლე და გაიმარჯვე. გაათავისუფლეთ ჩვენი მიწა და ჩვენი ხალხი. იმიტომ რომ ოკუპანტებს სურთ წაგვართვან არა მხოლოდ რაღაც, არამედ ყველაფერი რაც გვაქვს. მათ შორის სიცოცხლის უფლება“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი