რუსეთიდან ​მარტო პუტინს შევხვდები, მხოლოდ ომის დასრულების საკითხზე - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის რუსეთის ფედერაციიდან, მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ განსახილველი საკითხი ომის დასრულება იქნება.

"მათს სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიღების ისეთი სტრუქტურა, რომ მის [პუტინის] გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება. ყველა მათი ინსტიტუტი გაერთიანებულია ერთი გადაწყვეტილებით - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულებაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მის გარეშე ეს შეუძლებელია.

იმის შემდეგ, რაც მათ გააკეთეს, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრების დიდი სურვილები ნამდვილად არ არის. ამიტომ, არ ვეთანხმები არავისთან შეხვედრას რუსეთის ფედერაციიდან, გარდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა, და მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ მაგიდაზე ერთი საკითხი იქნება - ომის დასრულება სხვა სალაპარაკო არაფერია", - თქვა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი