
მარიუპოლში, ერთ-ერთი მაღალსართულიანი კორპუსის სარდაფის ნანგრევებში 200-მდე ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშენკო ავრცელებს.
"მშვიდობის გამზირზე, მრავალსართულიანი სახლის სარდაფის ნანგრევებში 200 ადამიანის ცხედარი ნახეს, ნახევრად გახრწნილ მდგომარეობაში." წერს ანდრიუშენკო.
მისივე ინფორმაციით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უარი თქვეს დაღუპულების ცხედრების შეგროვებასა და შეფუთვაზე, რის გამოც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ შემთხვევის ადგილი დატოვა.
იხილეთ ასევე: