ჩემი ინფორმაციით, მოსამართლეთა კლანში სერიოზული განგაშია - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

როგორც ჩანს, საქართველოში მოსამართლეების კლანი ნერვიულობს და ეს დაადასტურა ბატონმა კობახიძემ, რომელმაც მთელი თავისი გამოსვლა მიუძღვნა იმას, რომ დაიცვა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ უკანონო გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლე - ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე თავმჯდომარე კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მოსამართლეთა კლანში პანიკაა: 

"ჩემი ინფორმაციით, მოსამართლეებში, კლანში არის სერიოზული განგაში და მოსამართლეები ახლა ხელისუფლებას სთხოვენ იმას, რომ დაიცვას ხელისუფლებამ ეს მოსამართლეები, ვინაიდან, მათ მიაღებინეს უკანონო გადაწყვეტილებები", თქვა დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

დავიცავთ თითოეულ მოსამართლეს - განაცხადა დღეს კობახიძეს და აშშ-ს საელჩოს მოუწოდა გააკეთოს განცხადება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით, რომელიც ნიკა გვარამიას განაჩენის შემდეგ, შტატებში ვეღარ მიდის.

კობახიძე ამ ინფორმაციას "პარტიული ტელევიზიების" მიერ მოგონილ "ფეიკს" უწოდებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი