საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანაშემწე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ერთობლივ წერილს აქვეყნებენ.
დიპლომატები ქვეყანაში არსებულ სასამართლო სისტემას აკრიტიკებენ და წერენ, რომ მმართველი გუნდი სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს მისთვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად სასარგებლოდ, ასევე ოპონენტების დევნისთვის იყენებს.
სტატიის ამ ნაწილში საუბარია მიხეილ სააკაშვილზე:
"ქართული ოცნება მტკიცედ აკონტროლებს სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს, არა მხოლოდ იმიტომ რომ უზრუნველყოს სასამართლო შედეგები მისთვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად სასარგებლოდ, არამედ, ასევე, ძლიერი ოპოზიციის თავიდან ასაცილებლად. მან აწარმოა დევნისა და დემონიზაციის კამპანია ქვეყნის ოპოზიციონერი ლიდერების, განსაკუთრებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გასულ შემოდგომაზე უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, ციხეში გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განიცადა არასათანადო მოპყრობა", - წერია სტატიაში.
ამავე თემაზე: