ეროვნული ვალუტა მცირედით, მაგრამ ისევ გამყარდა. ბოლო ერთი თვეა ლარი, პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება, თუმცა არა ხელისუფლების გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. ეროვნული ვალუტის დასტაბილურების მთავარი ფაქტორი ისევ ოკუპანტი სახელმწიფოა. უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთის მოქალაქეების მასობრივი მიგრაციის შემდეგ, საქართველო უცხოური ვალუტის შემოდინება დაიწყო. რუსეთიდან სანქციებს გამოქცეული პირები დიდი რაოდენობით თანხას ხარჯავენ ქვეყანაში, ამის პარალელურად რეკორდულად არის გაზრდილი გზავნილები დასანქცირებული რუსეთიდან.
დღეს დღის ბოლოს 2022 წლის პირველი სავალუტო აუქციონი ჩატარდა. სებ-მა 10 მილიონი დოლარი ახალი კურსით იყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დოლარი შეისყიდა.