რუსეთმა კრეისერ „მოსკოვის" გარდაცვლილი მეზღვაურების ოჯახებს მოსთხოვა თქვან, რომ მათი შვილები "კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ"

გამოქვეყნდა:

უკრაინის მიერ ჩაძირულ კრეისერ „მოსკოვზე" გარდაცვლილი წვევამდელების დედები ამბობენ, რომ რუსეთი მათგან ითხოვს, ხელი მოაწერონ ცნობას, რომლის მიხედვითაც მათი შვილები „კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ" - ამ ინფორმაციას "მედუზა" ავრცელებს. 

წვევამდელი მეზღვაურის დედა ყვება, რომ დიდხანს წარუმატებლად ცდილობდა გაეგო, რა დაემართა მის შვილს და ეძებდა მას სამხედრო ჰოსპიტლებში. მისი თქმით, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მეშვეობით, მიიღო შეტყობინება შემდეგი ტექსტით: „სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ თქვენი შვილი კატასტროფის დროს დაიკარგა“.

როგორც გარდაცვლილი მეზღვაურის დედა ამბობს, ცნობას მოჰყვა უკვე მისი სახელით დაწერილი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იგი აღიარებს, რომ მისი შვილის ცხედარი „ვერ იპოვეს მომხდარი კატასტროფის გამო“.

"მირეკავენ და მეუბნებიან, რომ „სამმა ოჯახმა უკვე მოაწერა ხელი განცხადებას, მოდი და დაწერე, რომ სასწრაფოდ გადავცეთ სასამართლოს, რომ დიდხანს არ გავაჭიანუროთ". არც კი მკითხეს, მზად ვიყავი თუ არა ხელი მოვაწერო ისეთ განცხადებას, რომ ნებაყოფლობით ვაღიარო ჩემი შვილი გარდაცვლილად...",- ამბობს ერთ-ერთი დაკარგული მეზღვაურის დედა. 

სხვა მშობლები ამბობენ, რომ მათი ვაჟები „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებად იყვნენ დარეგისტრირებული“ და ისინი იღებენ ანაზღაურებას საომარი მოქმედებებში მონაწილეობისთვის.

ცნობისთვის, შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს, სარაკეტო კრეისერ „მოსკოვს“ 13 აპრილს, უკრაინის საზღვაო ძალების სანაპირო სარაკეტო სისტემა „ნეპტუნი“ მოხვდა. მისი ჩაძირვა რუსეთმა მეორე დღეს დაადასტურა, თუმცა შტორმს დააბრალა. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი