"განსაკუთრებული სიტუაციაა, ვადასტურებ 2 ნაპრალს წყლის ხაზის ქვევით" | ბოლო ხმოვანი ჩანაწერი კრეისერ "მოსკოვიდან"

გამოქვეყნდა:

მედიაში ვრცელდება ბოლო ხმოვანი ჩანაწერი კრეისერ "მოსკოვიდან", რომელიც უკრაინელებმა კუნძულ ზმეინთან კარგად ნაცნობი მიმართულებით გაუშვეს. 

აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ მდგომარეობა კრეისერზე სიტუაცია ბოლო წუთებში იყო საგანგაშო და კაპიტანი დახმარებას ითხოვდა. ასევე, ცნობილი ხდება, რომ კრეისერს ორი მნიშვნელოვანი დაზანება ჰქონდა, რის გამოც საბოლოოდ ჩაიძირა. 

"ვადასტურებ, რომ განსაკუთრებული სიტუაციაა, როგორ გესმით? "მოსკოვია". ვადასტურებ 2 ნაპრალს წყლის ხაზის ქვევით. გადახრა გვაქვს 30 გრადუსიანი. როგორ გესმით? ვიწყებთ ეკიპაჟის ევაკუაციას",- იტყობინებოდა კაპიტანი. 

ცნობისთვის, შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს, სარაკეტო კრეისერ „მოსკოვს“ 13 აპრილს, უკრაინის საზღვაო ძალების სანაპირო სარაკეტო სისტემა „ნეპტუნი“ მოხვდა. მისი ჩაძირვა რუსეთმა მეორე დღეს დაადასტურა, თუმცა შტორმს დააბრალა. 

22 აპრილს, ჩაძირული "მოსკოვი" უკრაინამ წყალქვეშა კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი