"ეს არის ანტიდასავლური ისტერიის გაგრძელება" | ყოფილი მოსამართლეები კობახიძეს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

ანტიდასავლური ისტერიის გაგრძელება - ასეთია ყოფილი მოსამართლეების შეფასება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მუქარაზე.

სასამართლო ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები კონსტიტუციონალისტ ირაკლი კობახიძეს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ. ისინი ფიქრობენ, რომ "ოცნების" თავმჯდომარის განცხადება სასამართლოს კლანის ღია მფარველობას ნიშნავს, რაც არაკონსტიტუციურია, რადგან, პოლიტიკურ პარტიას არ აქვს უფლება, სასამართლო ხელისუფლება ღიად დაიცვას.

"ეს არის ის ბოლოდროინდელი ანტიდასავლური ისტერიის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო ხანებში. ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეულობით მილიონი აქვს ჩადებული ჩვენი სასამართლოს რეფორმებში წლების განმავლობაში, რომელმაც გამოდის, რომ იმ გამოწვევებს ვერ უპასუხა, ის მიზანი ვერ მიიღო, რასაც ჰქვია თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო", - თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ.

საკითხზე ისაუბრა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, მაია კოპალეიშვილმა:

"თუკი არსებობს ეჭვები ამა თუ იმ მოსამართლის მიმართ, რომ ისინი არღვევენ კანონის უზენაესობას, რა თქმა უნდა, პირიქით, საერთაშორისო განვითარების სააგენტო ვალდებულიც არის, რომ თანხები მიზნობრივად დახარჯოს და ეს თანხების ხარჯვა მოახდინოს სწორედ იმ მოსამართლეთა გაძლიერებაზე, რომლებიც რეალურად ზრუნავენ სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებაზე", - აღნიშნა კოპალეიშვილმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი