თბილისში, შანიძის ქუჩაზე, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე ერთ-ერთ ავტომობილში ატარებენ საგამოძიებო მოქმედებას.
დაპირისპირების მიზეზი უცნობია. ადგილობრივები ამბობენ, რომ გვიან ღამით რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, რასაც წინ ხმაური და ჩხუბი უძღოდა.
თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. რაც შეეხება დაშავებულს, ის 33 წლის ბექა მახარაძეა. მას გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.
მახარაძეს ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
"ოპერაცია ჩატარდა წუხელ, რეანიმაციაში პაციენტი დაკვირვების ქვეშ. მდგომარეობა სტაბილური მაგრამ საყურადღებოა", - ამბობს კლინიკის გენერალური დირექტორი, მაია მახარაშვილი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: