ბატონი კობახიძე ჩემთვის კომპლიმენტების თქმას აგრძელებს - ბოკერია

გამოქვეყნდა:

ბატონი კობახიძე ჩემთვის კომპლიმენტების თქმას აგრძელებს, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში შესული ცვლილებები სწორედ ბოკერიასა და სენატორ რიშის აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია.

ბატონი კობახიძე ჩემთვის კომპლიმენტების თქმას აგრძელებს. ჯერ თქვა, გოიმებში ნომერ პირველიაო, ახლა თქვა, რომ ჩემი პირადი კონტაქტები განსაზღვრავს სენატის გადაწყვეტილებებს. პირველი კომპლიმენტი მივიღე, მეორეს, სამწუხაროდ, ვერ დავიბრალებ, არ მაქვს ამხელა გავლენა, - ამბობს ბოკერია. 

ეს არის ბოკერიას და [რიშის] აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის აქტში შესული ცვლილებების პაკეტს. 

შეგახსენებთ, რომ სენატორი ჯიმ რიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო და ის ამ დრომდე შეუსრულებელია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი