სენატორი რიში ადასტურებს, რომ რურუას გათავისუფლება რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა

გამოქვეყნდა:

სენატორი ჯიმ რიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო და ის ამ დრომდე შეუსრულებელია. 

დოკუმენტში წერია, რომ 2019 წლის 18 ნოემბერს ბიზნესმენი და "მთავარი არხის" დამფუძნებელი გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს.  

მიუხედავად შეთანხმებისა, გიორგი რურუა ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ოპოზიციური პარტიები ისევ მიიჩნევენ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლება, მათ მიერვე მხარდაჭერილი საარჩევნო რეფორმისთვის ხმის მიცემის წინაპირობაა! - ნათქვამია განცხადებაში. 

დოკუმენტში გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზეც არის საუბარი. 

სენატორი ჯიმ რიში საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ ლიდერებს დაჟინებით მოუწოდებს, რომ ძალაუფლებამ არ შეაცდინოს და ქვეყანაში თავისუფალი მედიისა და ბიზნეს საქმიანობის შესაქმნელად გაერთიანდნენ და გახდნენ უფრო ანგარიშვალდებულები და გამჭვირვალეები თავიანთ მმართველობაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი