"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ამერიკის საელჩოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსამართლის მიმართ დისკრიმინაციას "აბრალებდა".
მისი აზრით, აშშ-ის საელჩოს დუმილი ამ საკითხზე, "ქართული ოცნების" პოზიციაზე თანხმობაა.
"დადასტურდა პრაქტიკულად უკვე, რომ ის ბრალდებები, რასაც უყენებდა აშშ-ის საელჩოს ოპოზიცია, იყო ცარიელი სპეკულაცია და სრული დემაგოგია. ეს არის ის შემთხვევა, როცა დუმილი არის ჩვენ პოზიციაზე თანხმობის ნიშანი, ეს არის ზუსტად ეს შემთხვევა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საუბარი იმაზე, რომ "დისკრიმინაცია არ ჩამიდენია", რა თქმა უნდა, უხერხულობას შეიცავს. არც ველოდით ჩვენ, რომ აშშ-ის საელჩო ასეთ განცხადებას გააკეთებდა, რომ არ ჩავდივარ დანაშაულს, დისკრიმინაციას", - თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოსგან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება გუშინ ითხოვა: