ნიკა გვარამიას რა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი იმ პერიოდში, [იგორ]დოდონს არც დაესიზმრება - კობახიძე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის აზრით, მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტს, იგორ დოდონს "არც დაესიზმრება" ნიკა გვარამიას "რაც დანაშაული აქვს ჩადენილი":

"გუშინ დააკავეს მოლდოვაში ყოფილი პრეზიდენტი დოდონი, თქვენი აღქმით აქ არის პოლიტიკური მართლმსაჯულების რისკები?... 
გვარამია ბევრად უფრო მძიმე საოცრებებს აკეთებდა. ის უბედურება რაც ხდებადა 2004-დან 2102 წლამდე, არის მათ შორის გვარამიას დიდი დამსახურება, ყაჩაღობა, უბედურება...დოდონი რაზეა დაკავებული? ვინმე მოკლა?...
პრორუსული განწყობა რა შუაშია განაჩენთან, ეს არის გამოხატვის თავისუფლება იქაც რო იცოდეთ.
რაც შეეხება ბრალდებას, გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალი არის ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე დოდნის მიმართ. იქაც კორუფციას ეხება საქმე, აქაც. რაც შეეხება 2004 -2012 წლების პეროდს, გვარამიას რა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი იმ პერიოდში, დოდონს არც დაესიზმრება იმის მეათედიც კი." ამბობს კობახიძე.

ცნობისთვის, მოლდოვას ყოფილ პრეზიდენტს გამოძიება  კორუფციას, სამშობლოს ღალატს, უკანონო გამდიდრებასა და პარტიის უკანონო დაფინანსებას ედავება. ის კიშინიოვში გუშინ, 24 მაისს დააკავეს.

დოდონი ამჟამად პრორუსული სოციალისტური პარტიის ლიდერია. ის ქვეყნის პრეზიდენტი 2016-20 წლებში იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი