კბილებიანი, ძარღვიანი მგელი - ბოკერია გახარიაზე

გამოქვეყნდა:

თქვენ მგელი ხართ, ხო ბატონო გახარია? კბილებიანი, ძარღვიანი მგელი,- ასე პასუხობს„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც პლანარულ სხდომაზე პარტიის წევრებს კურდღლები უწოდა.

ბოკერია ამბობს, რომ პრემიერი ძველბიჭურად საუბრობს და ოპოზიციის კითხვებზე არგუმენტირებული პასუხები არ აქვს.

ადამიანურ ენაზე ხომ შეიძლება, ამ ძველბიჭობის გარეშე, ხალხს აუხსნათ, რაც გევალებათ რატომ არ დგამთ იმ ნაბიჯებს, რაც ხალხს სჭირდება... არგუმენტი გვითხარით და არა ეს ტყუილები და ძველბიჭობა, კომპლექსი გაქვთ ბავშვობის? კურდღლები ხართო, თქვენ მგელი ხართ ხომ ბატონო გახარია? კბილებიანი, ძარღვიანი მგელი. ამ ძველბიჭობის ნაცვლად, ქვეყნის დაცვა სადაც საჭიროა, იქ რომ გქონდეთ პრინციპულობა არ შეიძლება? ამდენი ლაპარაკია და რა უნდა იმის თქმას, ხვალ საქართველოს მტერს ქვეყანაში აღარ შემოვუშვებთ. ხომ ამბობთ არეულობის მომწყობი ძალებია ქვეყანაშიო და არ შემოვუშვათ მტრები ქვეყანაში, რისი სრული უფლებაც გაქვთ ჩვენი კანონით. ამას რატომ ვერ იძახით, - განაცხადა ბოკერიამ. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე, პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულმა გახარიამ, საპარლამენტო ტრიბუნიდან "ევროპული საქართველოს" წევრებს კურდღლები უწოდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი