იგორ დოდონს სასამართლომ 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს, პრორუს იგორ დოდონს სასამართლომ 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გადაწყვეტილება ჩეკანის სასამართლომ დღეს, 26 მაისს მიიღო. გამოცემის ცნობით, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინათ პროკურატურის მოთხოვნა, რომ დოდონი 30 დღით დაეპატიმრებინათ.

შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, დოდონის სახლი, რომელიც კიშინოვში მდებარეობს, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს. ჩხრეკა დაახლოებით 12 საათს გაგრძელდა. ის დააკავეს და იზოლაციაში მოათავსეს. მასთან ერთად დააკავეს მისი ნათესავი, პეტრუ მერინიანიც.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ ჩხრეკაში მონაწილეობდნენ ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრისა და ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. 

25 მაისს პროკურატურამ დოდონს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. მას ედავებიან კორუფციას, უკანონო გამდიდრებას, ღალატს და კრიმინალური ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსებას.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი