„დიდი ინტერესით ველოდებოდი ბატონო მინისტრო თქვენს გამოსვლას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ახალი დანიშნული ბრძანდებით ამ პოსტზე და ვფიქრობ, ყველანი გაოცებული დავრჩით. არ შეიძლებოდა ამაზე არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყოლოდა ქვეყანას, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება სწორედ საგარეო ასპარეზზე. ვერ მოვისმინეთ თქვენგან, არა თუ ვერც ერთ კითხვაზე პასუხი, არამედ ვერ მოვისმინეთ საერთოდ ვერანაირი ნიშანი რაიმე პოლიტიკური მხარდაჭერის ჩვენი ევროკავშირის განაცხადთან დაკავშირებით."
თქვა "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის გამოსვლის შემდეგ.