ღარიბაშვილი პარლამენტში სხვა შესასვლელიდან შეიყვანეს - მან არ ისურვა კრიტიკული ტელევიზიების ჟურნალისტების მოსმენა. მედიის წარმომადგენლები ჭიჭინაძის ქუჩაზე არიან შეკრებილი, ღარიბაშვილი კი შენობაში 9 აპრილის ქუჩიდან შეიყვანეს.
ჟურნალისტები ნიკა გვარამიას პატიმრობას აპროტესტებენ. მათი თქმით, მთავარი არხის გენერალური დირექტორი პოლიტიკური პატიმარია და ეს პრემიერმა ღარიბაშვილმა უნდა მოისმინოს ყველგან.
როგორც წესი, ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ჭიჭინაძის ქუჩიდან შედის ხოლმე, თუმცა დღეს მან დისკომფორტი თავიდან აიცილა და შორიდან, ღიმილითა და ხელის დაქნევთ შეხვდა მისი მისამართით შეძახილებს - "სამარცხვინოებო"
მედიის წარმომადგენლებს აქციაზე სხვადასხვა შინაარსის სხვადასხვა ბანერები აქვთ მიტანილი, თუმცა მათი შინაარსი ერთია - შეწყდეს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის, დამოუკიდებელი მედიისა და განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტების დევნა.