ღარიბაშვილმა პარლამენტში შესვლამდე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების აქციას თავი აარიდა და მათთან გამოჩენა ვერ გაბედა, თუმცა მაინც მოუწია აქციის მთავარი სათქმელის დანახვა -"მთავარი არხის" ჟურნალისტებმა სასესიო დარბაზში ბანერი გადმოფინეს წარწერით - "თავისუფლება ნიკას".
ბანერს ჯერჯერობით არ იმჩნევენ არც ღარიბაშვილი, რომელიც ტრიბუნასთან დგას და არც თავმჯდომარე პაპუაშვილი.