დასჯილი მოსამართლეები | რატომ არ გაუშვა "ოცნებამ" უსიტყვო მორჩილებაში მყოფი "კლანის" 5 მოსამართლე აშშ-ში ტრენინგზე

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების პოლიტიკური დაკვეთა და დემარში შეერთებული შტატების წინააღმდეგ - კლანის წევრი მოსამართლეები, ამერიკაში აღარ მიდიან. 

დავალება, რომელიც სასამართლო სისტემის მორჩილ წევრებს, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან მისცა, მოსამართლეებმა უსიტყვოდ შეასრულეს და ფლორიდაში, ტრენინგზე გამგზავრებაზე უარი თქვეს.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ კი ეს პოლიტიკური განკარგულება საჯაროდ მას შემდეგ გასცა, რაც ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძემ ამერიკის საელჩომ სიიდან ამოიღო.

რეისი საქართველოდან დღეს დილით, მოსამართლეების გარეშე შესრულდა და ამერიკული მართლმსაჯულების სისტემის გასაცნობად, შტატებში მხოლოდ ადვოკატები წავიდნენ. 

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი