ზელენსკის ჩასვლის პარალელურად, რუსებმა ხარკოვი დაბომბეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლის პარალელურად, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ერთ-ერთი რაიონი დაბომბეს. კერძოდ, იერიშის სამიზნე სოფელ ჟუკოვსკის მიდამოები და ხარკოვის ჩრდილოეთ ნაწილი გახდა. დაზიანდა სახლები, მანქანები, მაღაზიები და ავტოფარეხები.

ქალაქის დაბომბვა დაადასტურა ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვში დღეს უკრაინული არმიის ფრონტის ხაზი მოინახულა და უკრაინელი ჯარისკაცები დააჯილდოვა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი