ზელენსკიმ, უშიშროების სამსახურის უფროსი ხარკოვში, თანამდებობიდან გაათავისუფლა - დუდინის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყება

გამოქვეყნდა:

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის რეგიონში უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსი რომან დუდინი თანამდებობიდან გაათავისუფლა სამსახურებრივი მოვალეობის გაუფრთხილებლობით შესრულებისათვის. ზელენსკის თქმით, დუდინის საქმიანობას სამართალდამცავები გამოიძიებენ.

"მე გავმართე შეხვედრა რეგიონის, ქალაქის ხელმძღვანელობასთან. მადლობა გადავუხადე, რომ იყვნენ და რჩებიან ხარკოველებთან, უკრაინასთან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ერთმანეთთან. გვაქვს ასპროცენტიანი თანამშრომლობა: არმია, პოლიცია, ხარკოვის მერი, რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაცია - ყველა მუშაობს გამარჯვებისთვის და ამას ძალიან ეფექტურად აკეთებს.

სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე. მოვედი, გავარკვიე, გავათავისუფლე რეგიონის უშიშროების სამსახურის უფროსი იმის გამო, რომ ფართომასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან არ მუშაობდა ქალაქის დასაცავად და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა. რა მოტივებია - სამართალდამცავები გაარკვევენ" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

რომან დუდინი ზელენსკიმ ხარკოვის რეგიონში SBU-ს დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე 2020 წლის 25 მარტს დანიშნა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი დღეს ხარკოვში იმყოფებოდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი