"შესაძლოა ეს ომი იყოს იმაზე სისხლიანი, ვიდრე წარმოგვედგინა" - ვერეშჩუკი უკრაინელებს მოუწოდებს, არ აიღონ რუსული პასპორტები

გამოქვეყნდა:

უკრაინის ვიცეპრემიერი და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი მოუწოდებს უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან, არ აიღონ რუსული პასპორტები და თუ ეს შესაძლებელია, დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ყველა ტერიტორია ნებისმიერ შემთხვევაში გათავისუფლდება, მაგრამ რუსული პასპორტი გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტ პრობლემას მოუტანს მათ, ვიდრე სარგებელს.

ვერეშჩუკი  თვლის, რომ ეს ომი შესაძლოა მოსალოდნელზე ხანგრძლივი აღმოჩნდეს:

"ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას. ჩვენ ვიბრძვით ამისთვის და დავიბრუნებთ. ასე რომ, შესაძლოა ეს ომი იყოს იმაზე სისხლიანი, ვიდრე წარმოგვედგინა." წერს ვერეშჩუკი. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გასაცემად ემზადება, ასევე დაიწყო მარიუპოლის დე ფაქტო ანექსია და იქ მცხოვრებლებისთვის რუსულ პასპორტებს დაჩქარებული წესით გასცემენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი