
ზაპოროჟიეში რუსული პასპორტების გასაცემად ემზადებიან - ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლება აპირებს, რომ ოლქში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფები გაგზავნოს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის საბჭოს წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვლადიმირ როგოვს არ დაუკონკრეტებია დრო - როდის დაიწყება პასპორტების გაცემა.
ოკუპირებულ ხერსონის ოლქში კი რუსული პასპორტების გაცემა რამდენიმე კვირაა დაიწყო.