სახელმწიფოზე გადამტერებული, ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო EU-სგან უარის მიღება ღიმილის მომგვრელია - კობახიძე ნიკა გვარამიაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე გავლენას ვერ იქონიებს. 

მან ბრიფინგზე ნიკა გვარამიას "სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი" უწოდა.

"საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობაზე უარი ერთი სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო შეიძლება უთხრას, რომელიც 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი იყო, რომელიც ქართული პოლიტიკის პოლარიზაციაში საკვანძო როლს ასრულებს და რომელმაც ტელეკომპანია "რუსთავი 2" შვიდი მილიონით გაძარცვა, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და ეს ვერსია სერიოზულ განხილვას არ ექვემდებარება", - თქვა კობახიძემ.

მან ასევე, თქვა, რომ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე წინა ორ პრეზიდენტზეა აღძრული, მოლდოვამ კი წინა პრეზიდენტზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც კანდიდატობაზე განცდილა შეიტანა. კობახიძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილი და გვარამია უფრო მძიმე დანაშაულებში არიან "მხილებული თუ ბრალდებული" ვიდრე პოროშენკო, იანუკოვიჩი ან დოდონი.

"ამის მიუხედავად ომის პარტია და მისი უცხოელი ლობისტების რატომღაც იმედს არ კარგავენ და აქტიურად იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს", - თქვა კობახიძემ.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი